4-6 აპრილს საქართველოში მზიანი ამინდი იქნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან თბილი ჰაერის მასების გავრცელება იწყება, რის გამოც დღეს, დღის ბოლოს ამინდი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს და ხვალიდან დათბება. უნალექო, მზიანი ამინდი 6 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
4-6 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 26-28 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 18-23 გრადუსი. უშუალოდ
თბილისში ხვალ დღისით ტემერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს, 5-6 აპრილს კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 21-23 გრადუსი იქნება.
საქართველოში 7 აპრილიდან ამინდი ისევ შეიცვლება.