უნგრეთის დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ათასობით სტუდენტი და პროფესორი მთავრობის მიერ მომზადებულ იმ კანონპროექტს აპროტესტებს, რომელიც ჯორჯ სოროსის უნივერსიტეტის დახურვას გამოიწვევს. აღნიშნული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მიმდინარე კვირას იგეგმება.
მსვლელობა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით მოეწყო. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ კანონი განათლების სისტემის დისკრედიტაციას ემსახურება.