ნარჩენის დაყრისთვის ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააჯარიმებენ

ნარჩენის დაყრისთვის ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააჯარიმებენ

თბილისში, 3 აპრილიდან, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩდებიან, რომლებიც მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, პირველი ორი კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება, ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით გააფრთხილებენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებენ”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.