ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა

ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა

2017 წლის 3 და 5 აპრილს, ღამის 04:00 საათიდან 04:30 საათამდე 5 წუთით, ქვესადგურში "გარდაბანი 500" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქ. თბილისის უბნებს: მთაწმინდას, ბაგებს, ნუცუბიძეს და საბურთალოს ნაწილს; ასევე ქ. რუსთავს და მის მიმდებარე სოფლებს, ქ. გარდაბნის ნაწილს.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს აღნიშნული შეფერხების გამო.