მოსკოვში სამართალდამცველებმა მანეჟისა და წითელი მოედნები გადაკეტეს

მოსკოვში სამართალდამცველებმა მანეჟისა და წითელი მოედნები გადაკეტეს

მოსკოვში სამართალდამცველებმა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მანეჟისა და წითელი მოედნები გადაკეტეს. შეზღუდვა მოსალოდნელ საპროტესტო აქციას უკავშირდება, რომელიც „ბი-ბი-სი“-ს ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმებული არ არის. 

მანეჟის მოედნისა და ალექსანდროვის ბაღის სიახლოვეს რკინის ბარიერები დაამონტაჟეს. მოედანზე პოლიციის თანამშრომლები პატრულირებენ. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში ბევრი სამართალდამცველია. ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, დაკავებულია 4 ადამიანი.