ბანგლადეშში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ნათენაძე პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP)კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. კონფერენცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეის პარალელურად იმართება.
პარლამენტების გენერალური მდივნები ეფექტური საკანონმდებლო საქმიანობისა და საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ საუბრობენ. კონფერენციის მონაწილეები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და პარლამენტების აპარატს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობენ.