საფრანგეთში კარნავალის მსვლელობისას აფეთქებდა მოხდა

საფრანგეთში კარნავალის მსვლელობისას აფეთქებდა მოხდა

საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში კარნავალის მსვლელობისას აფეთქებდა მოხდა. აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. 

„ყვითელ კარნავალზე“ აფეთქება გუშინ საღამოს მოხდა. ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს აფეთქება, რომელიც კოცონის ანთებისთანავე მოხდა. 

საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმცა აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ შემთხვევა შესაძლოა ბენზინს გამოეწვია, რომელიც კარნავალზე კოცონის ასანთებად გამოიყენეს.