ბანგლადეშში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.
დღეს გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძე და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, სიი კიუნ ჩუნგი გაცვლითი ვიზიტისშესახებ შეთანხმდნენ. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, გაცვლითი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას კიდევ უფორ შეუწყობს ხელს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სიი კიუნ ჩუნგმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს დაიმედი გამოთქვეს რომ თანამშრომლობა მომავალში უფრო გაღრმავდება.
ირაკლი კობახიძემ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ქართულმამხარემ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა დაოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარება გააცნო. შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი განიხილეს.
ირაკლი კობახიძემ და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისპროცესზე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისიმპლემენტაციის საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, იურიდიულ საკითხთაკომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე და საქართველოსპარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე დაესწრნენ.