ალექსანდრე ჯეჯელავა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავს

ალექსანდრე ჯეჯელავა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავს

ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, პრეზიდნეტის გამოსვლას პარლამენტში პრემიერი და რამდენიმე მინისტრი დაესწრება, თუმცა მინისტრების შემადგენლობა, ვინც ქუთაისში გაემგზავრება ჯერ კვლავ უცნობია. 

”პრემიერი სხდომას დაესწრება რამდენიმე მინისტრთან ერთად. საბოლოოდ, ჯერ არ მოგვითათბირებია კონკრეტულად ვინ დაესწრება, შეიძლება მეც ვიყო ამ შემადგენლობაში. რაც შეეხება დებატებს, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუმცა წინააღმდეგიც არ ვარ”, - განაცხადა ჯეჯელავამ.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს, ყოველწლიური მოხსენებით 7 აპრილს მიმართავს.