ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროპიზაციის ნაწილია, - ამის შესახებ ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა განუცხადა. მისი თქმით, პუტინი ცდილობს გვაჩვენოს, რომ რუსეთი ძლიერია სამეზობლოში და რომ მას შეუძლია ევროპას პრობლემები შეუქმნას და აღნიშნავს, რომ სანამ რუსეთი შეეცდება მეზობლების ნაცვლად გადაწყვეტილებები მიიღოს, „ყოველთვის გვექნება პრობლემები და დაძაბულობა არა მხოლოდ სამეზობლოში, არამედ ევროპაში“.
”ამერიკის ხმასთან” საუბრისას ”ატლანტიკური საბჭოს” ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება ქართული საზოგადოება, უფრო ძლიერი იქნება მისი იმუნიტეტი რუსეთის წინააღმდეგ. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი თავად საქართველომ განსაზღვროს.
„ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ უილსონისთვის რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა პრობლემურია არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის.
„დღეს ვხედავთ რუსეთს, რომელიც, ჩემი აზრით, შიდა პრობლემების ექსპორტს ცდილობს. პუტინი ცდილობს გვაჩვენოს, რომ რუსეთი ძლიერია სამეზობლოში და რომ მას შეუძლია ევროპას პრობლემები შეუქმნას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოწვევები გვაქვს. სანამ რუსეთი შეეცდება მეზობლების ნაცვლად გადაწყვეტილებები მიიღოს, ჩვენ ყოველთვის გვექნება პრობლემები და დაძაბულობა არა მხოლოდ სამეზობლოში, არამედ ევროპაში. რაც უფრო ძლიერი იქნება ქართული საზოგადოება, უფრო ძლიერი იქნება მისი იმუნიტეტი რუსეთის წინააღმდეგ. ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროპიზაციის ნაწილია“, - აღნიშნავს უილსონი.