სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „Toma“-ს თბილისში, ქინძმარაულის ჩიხი #4-ში მდებარე 671 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კომპანია ლეიბების საწარმოს შექმნის, რისთვისაც არანაკლებ 472 350 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და დაასაქმებს 30 ადამიანს.
შპს „Toma“ ბაზარზე უკვე 7 წელია პოზიციონირებს და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახის სახელმწიფო ტენდერებში. პროგრამა „ააწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია შეძლებს წარმოების გაფართოვებას და უფრო მეტი პროდუქციის რეალიზებას.