ნატო-ს პირველი ამოცანა „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება უნდა იყოს, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კი, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგობის გაწევა

ნატო-ს პირველი ამოცანა „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება უნდა იყოს, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კი, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგობის გაწევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ „რუსეთის აგრესიისთვის“ წინააღმდეგობის გაწევა ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

აღნიშნულის შესახებ რექს ტილერსონმა ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენი ამოცანების სიის პირველ ნომრად „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება უნდა იყოს, ვინაიდან ის საფრთხეს წარმოადგენს ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნისთვის და ალიანსის პარტნიორებისთვის. მაგრამ, ალიანსის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა დარჩეს“, - აღნიშნა რექს ტილერსონმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ ნატო-ს თავდაცვით ბიუჯეტში მშპ-ის 2% უნდა გამოყონ.

დღეს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც პირველად აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ესწრება.