ვერც იმაში ვხედავ პრობლემას, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლისას დებატები გაიმართოს და ვერც სხვა ფორმატებში

ვერც იმაში ვხედავ პრობლემას, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლისას დებატები გაიმართოს და ვერც სხვა ფორმატებში

ვერც იმაში ვხედავ პრობლემას, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლისას დებატები გაიმართოს და ვერც სხვა ფორმატებში, მაგრამ ამისთვის საჭიროა გუნდური გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა პრეზიდენტის შეთავაზებას უმრავლესობისადმი, რომ პარლამენტში მისი ყოველწლიური მოხსენების შემდეგ დებატები გაიმართოს.

”ამ საკითხზე კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ გამომდინარე იქიდან, რომ გუნდში ამაზე მსჯელობა ჯერჯერობით არ ყოფილა. უახლოეს დღეებში შეიძლება ამაზე გავმართოთ მსჯელობა და შევთანხმდეთ ფორმატზე. შეიძლება ეს იყოს დებატები, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. თქვენ გგონიათ, რომ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ პირადი გადაწყვეტილებები გუნდის გადაწყვეტილებაზე ადრე უნდა გაახმოვანოს? მე აუცილებლად დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას და მე ჩემი აზრი უკვე მაქვს, თუმცა გახმოვანებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვერც იმაში ვხედავ პრობლემას, რომ დებატები გაიმართოს და ვერც სხვა ფორმატებში, მაგრამ ამისთვის საჭიროა მიღებულ იქნას გუნდური გადაწყვეტილება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ვახმოვანებთ მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, საპარლამენტო უმრავლესობით. მაქსიმუმ ხვალ-ზეგ თქვენ ეს გეცოდინებათ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 7 აპრილს წარსდგება.