საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენის რეგულარული რეისის დანიშვნის საკითხის ოპერატიული მოგვარებისთვის შინაგან საქმეთა, ფინანსთა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის სამინისტროებს მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ალვანიდან განხორციელებული პირველი რეისით 17-მა ადამიანმა ისარგებლა.
”კვირაში ერთხელ განხორციელებული ასეთი რეისი იქნება ძალიან დიდი შვება თუშეთის მოსახლეობისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრებმა დავალება პრემიერ-მინისტრისგან მთავრობის წინა სხდომაზე მიიღეს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თუშეთი დანარჩენ საქართველოს, პრაქტიკულად, 6 თვითაა მოწყვეტილი. ამდენად, მისი თქმით, ვერტმფრენით კვირაში ერთი რეგულარული რეისის განხორციელება მოემსახურება არა მხოლოდ მესაზღვრეებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც.