ნიკი ჰეილი - ჩვენი პრიორიტეტი ასადის მოშორება აღარ არის, ჩვენი მიზანია შევცვალოთ სირიელი ხალხის ცხოვრება

ნიკი ჰეილი - ჩვენი პრიორიტეტი ასადის მოშორება აღარ არის, ჩვენი მიზანია შევცვალოთ სირიელი ხალხის ცხოვრება

ასადის თანამდებობიდან წასვლა აშშ-ის მთავარ პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს, - ამის შესახებ გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა. 

მისი თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აქცენტი სირიის მოქალაქეებისთვის პირობების გაუმჯობესებაზე იქნება გადატანილი და არა თითოეულ პოლიტიკურ ფიგურაზე. 

"ჩვენი პრიორიტეტი ასადის მოშორება აღარ არის... ჩვენი მიზანია შევცვალოთ სირიელი ხალხის ცხოვრება. არ გვსურს ასადზე კონცენტრირება, ასე ობამას ადმინისტრაცია აკეთებდა," - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.