IRI-ის კვლევის თანახმად, პარტიებს შორის რეიტინგში პირველ ადგილზე “ქართული ოცნება“, მეორეზე კი „ნაციონალური მოძრაობაა“

IRI-ის კვლევის თანახმად, პარტიებს შორის რეიტინგში პირველ ადგილზე “ქართული ოცნება“, მეორეზე კი „ნაციონალური მოძრაობაა“

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გარკვეული ნაწილი ცნობილია. როგორც ”ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, კითხვაზე - ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება“ 26 %, „ნაციონალური მოძრაობა“ -15%, „ევროპული საქართველო“ - 7%, „ლეიბორისტული პარტია“ - 6%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 4%, არცერთი - 15%, არ მაქვს პასუხი 20 %.

პოლიტიკოსთა რეიტინგში პრეზიდენტი მარგველაშვილი ლიდერობს 67%-ით. მეორე ადგილზე დავით სერგეენკოა (65%), პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი 55%-ით კი მესამე ადგილზეა.

გამოკითხვის შედეგები 3 აპრილს გამოქვეყნდება.