რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა კომიტეტის კონტროლისა და ზედამხედველობისსაკითხების მოსმენას დაეთმო.
ინფორმაცია რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების მიმდინარეობის შესახებ, კომიტეტის წევრებს,ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა წარუდგინა.
„მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის მხრიდან დიდია ინტერესი გაზიფიცირების ტემპებთან დაკავშირებით, ასევე დიდიმოლოდინებია პარლამენტში მაჟორიტარების მხრიდან, რომ დამატებით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯზემოხდება გაზიფიცირების ტემპების გაზრდა. ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო ფუნქციებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანიაპარლამენტმა განახორციელოს საზედამხედველო ფუნქციაც, რაც თავისთავად სამუშაოების მიმდინარეობის ტემპებსგააუმჯობესებს,“ - განაცხადა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე, რეგიონულიპოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა.
მარიამ ვალიშვილმა გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.მისი ინფორმაციით, გაზიფიცირების სამუშაოებს 2009 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანია „სოკარჯორჯია გაზი“ ახორციელებს. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია, 2017 წლის ბოლომდე ვალდებულია საქართველოსმასშტაბით, 250 ათასი აბონენტის გაზიფიცირება განახორციელოს.
მომხსენებლის განმარტებით, 2016 წლის ბოლოსთვის არსებული მონაცემებით, სამუშაოების დიდი წილი შესრულებულია.ასევე შემუშავებულია 2017 წელს განსახორციელებელი სამუშაოების გეგმა. გარდა საინვესტიციო ვალდებულებებისა ,მაღალია გაზიფიცირებასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე მოთხოვნა და შესაბამისად, 2013 წლიდან, ბიუჯეტიდანყოველწლიურად ხდება ამ ტიპის სამუშაოებისათვის სახსრების გამოყოფა, რის ფარგლებშიც, გაზიფიცირების სამუშაოებისწარმოება სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ ევალება.
მინისტრის მოადგილემ ჩატარებული სამუშაოების მოცულობასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელი პროცესისშესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ გაზიფიცირების ტემპების გათვალისწინებით, ყველაზე აქტიური 2013-2014 წლებიიყო, როდესაც დაახლოებით 100 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოხდა. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია არსებულიფინანსური რესურსით მოსახლეობის მეტი რაოდენობა მოიცვას. „სამუშაოების მოცულობა არანაკლებია მომდევნო წლებში დაშესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, 20 მილიონი ლარი იხარჯება. თუმცა, არის რეგიონები დასოფლები, რომელთა გაზიფიცირება მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ასეთი პუნქტების შერჩევა გარკვეულიკრიტერიუმებით ხდება,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მომხსენებელმა გაზიფიცირების სამუშაოების განხორციელების გეგმაზეც ისაუბრა , რომელიც 2020 წლისათვის 200 ათასიოჯახის აბონირებას ითვალისწინებს. „ჩვენ ამ გეგმას მივყვებით და 2017 წელი სწორედ ამ პროპორციით არის დაგეგმილი.შესაბამისად გავაგრძელებთ სამუშაოების განხორციელებას მომდევნო წლებშიც, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას 2017წლის შემდეგ მსგავსი სამუშაოების ჩატარების ვალდებულება არ გააჩნია.“
მისივე განცხადებით, სხვადასხვა დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების პროექტირებისათვის საჭირო საპროექტოსამუშაოებია ჩატარებული, რომელთა მოცულობაც 100 ათას ლარს შეადგენს. კომპანია აპირებს მიმართოს მთავრობას, რომგარდა უკვე გეგმით გათვალისწინებული დასახლებული პუნტებისა, მოხდეს რიგი სოფლების დამატება, რომელთაგაზიფიცირების სამუშაოები ტენდერების დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებული თანხის ფარგლებშიგანხორციელდება.
„წლევანდელი, 2017 წლის გეგმა 107 დასახლებული პუნქტში, 25 ათასი აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს.პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარზე მეტია და სამუშაოების განხორციელებააქტიურად მიმდინარეობს,“ - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე მარიამ ვალიშვილმა.
კომპანიის მიერ ჩატარებული და გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებმაც მიაწოდეს.