მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ტიტის გადატანის სამუშაოები განახლდა. ამ დროისთვის სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი რეზო ხარაზი მძიმე ტექნიკას წინ გადაუდგა. ის წყლით სავსე იმ არხში ჩადგა, რომელიც სანაპირომდე მისასვლელად სპეციალურად გათხარეს, იქამდე კი რეზო ხარაზი სანაპიროზე, მძიმე ტექნიკის წინ დაჯდა და სამუშაოების წარმოებას ხელი ამ ფორმით შეუშალა.
ადგილზე პარტიის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიციაც.