ლონდონში, ვესტმისტერის სასახლეში ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების დღესთან დაკავშირებითსაერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაში, ვესმინსტერის დემოკრატიული ფონდისორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტისთავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მონაწილეობენ.
კონფერენციის მეორე დღე დაიწყო სესიით, რომელიც მოიცავდა 21-ე საუკუნეში არსებული ტერორიზმის საფუძვლიანმიმოხილვასა და პარლამენტარების როლს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. სესიაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომუსაფრთხოების საკითხებში ძირითადი განმსაზღვრელი ადამიანის უფლებები და კარგი მმართველობაა და საჭიროა, რომ ესთემები გათვალისწინებული იქნას კანონმდებლობაში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ კონფერენციაზე დელეგატებს საქართველოსპარლამენტის მიერ უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებების გაზრდისსაკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო, ასევე, ისაუბრა ამ კუთხით ქვეყანაშიარსებულ სიახლეებზე და საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებზე. განხილული იყო სხვადასხვა ქვეყნის მოდელი და ისსტანდარტები, რომელიც საერთაშორისო გამოწვევებს პასუხობს. შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.
ღონისძიების მონაწილეებმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიღების შემდეგ საპარლამენტო პროცედურებიგანიხილეს.
სესიების შემდეგ გაიმართა დებატები „ჰაბეას კორპუსზე“ (სასამართლო ორდერი, რომელიც მოითხოვს დაკავებულიპიროვნების მოსამართლის წინაშე წარდგენას). დელეგატებმა განიხილეს „ჰაბეას კორპუსის“ შეჩერების საკითხი ტერორიზმშიეჭვმიტანილთა შემთხვევებში. დისკუსია შეეხო კანონის უზენაესობის ცენტრალურ მნიშვნელობას, მოქალაქეების დაცვასა დაწინასწარ დაკავებას, ასევე „ჰაბეას კორპუსის“ ადაპტირების შესაძლებლობას ცვალებად მსოფლიოსთან და უსაფრთხოებისახალ გამოწვევებთან.
ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერ უსაფრთხოების საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია, რომელშიც 37 ქვეყნის 90პარლამენტარი იღებს მონაწილეობას 27 მარტს გაიხსნა და მუშაობას 31 მარტს დაასრულებს.
ღონისძიება ორგანიზებულია ბრიტანეთის საპარლამენტო ასოციაციის მიერ. კონფერენცია ნაწილია მთელი რიგი ძირითადისაერთაშორისო საპარლამენტო ღონისძიებების სერიისა, რომლებიც ყოველწლიურად იმართება.