ვენეციის კომისია საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ კანონპროექტს შეისწავლის

ვენეციის კომისია საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ კანონპროექტს შეისწავლის

ვენეციის კომისია შეისწავლის იმ კანონპროექტს, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, რომელიც ვენეციის კომისიის დელეგაციას ხვდება.

"ჩვენ მოვიწვიეთ ვენეციის კომისია, როგორც კი დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა. ახლა ჩამოსულია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის იმ კანონპროექტს, რომელიც მომზადდება საკონსტიტუციო კომისიის მიერ და წარდგენილი იქნება პარლამენტში. ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და შენიშვნებს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ვენეციის კონისიას აქვს სრული ინფორმაცია საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან და საკონსტიტუციო ცვლილებების იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელზეც კომისია მუშაობს. ჩუგოშვილის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში ვენეციის კომისიის ექსპერტების ვიზიტები საქართველოში გაგრძელდება.

ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი თამარ ჩუგოშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ხვდებიან.

დღესვე, ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი შეხვედრებს სახელმწიფო საკონსტიტიციო კომისიის სამუშაო ჯგუფებთან გამართავს.