გიორგი აბაშიშვილი - პრეზიდენტი ლიტვაში ეთნიკურად ოს და აფხაზ საქართველოს თანამოქალაქეებთან მიემგზავრება - ეს არის სიმბოლური გზავნილი

გიორგი აბაშიშვილი - პრეზიდენტი ლიტვაში ეთნიკურად ოს და აფხაზ საქართველოს თანამოქალაქეებთან მიემგზავრება - ეს არის სიმბოლური გზავნილი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ლიტვაში ეთნიკურად ოს და აფხაზ საქართველოს თანამოქალაქეებთან, ასევე “სამხრეთ ოსეთიდან” დევნილებთან ერთად მიემგზავრება, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე შეფასებით, ეს არის სიმბოლური გზავნილი, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

”დღეს იწყება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ლიტვაში. საქართველოს პრეზიდენტი ლიტვაში მიემგზავრება ეთნიკურად ოს და აფხაზ საქართველოს თანამოქალაქეებთან, ასევე “სამხრეთ ოსეთიდან” დევნილებთან ერთად. ეს არის სიმბოლური გზავნილი, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის, რომ ყველა ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს ევროკავშირი, არის მათთვის, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. 

ამავდროულად, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს - ლიტვის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერთან”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.