დონალდ ტუსკი დიდ ბრიტანეთს - ჩვენ უკვე გვენატრებით

დონალდ ტუსკი დიდ ბრიტანეთს - ჩვენ უკვე გვენატრებით

ჩვენ უკვე გვენატრებით, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა დიდი ბრიტანეთის მხრიდან „ბრექსითის“ პროცედურის ამოქმედებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის ბოლოს. 
 „არ არსებობს იმის მიზეზი, რომ თავი მოვიკატუნოთ და განვაცხადოთ, რომ ეს ბედნიერი დღეა. თუმცა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, „ბრექსითსაც“ აქვს თავისი პოზიტიური მომენტები. დარჩენილი 27 წევრი უფრო მტკიცედ და ერთიანად ვართ განწყობილნი, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

მისი თქმით, წინ რთული მოლაპარაკებები იქნება და საჭიროა სიმტკიცე და ერთიანობა.

„ჩვენ მტკიცე მანდატი გვაქვს, დავიცვათ ევროკავშირის 27 წევრის ინტერესები. ჩვენი მიზანი აშკარაა: მინიმუმამდე დავიყვანოთ ევროკავშირის მოქალაქეების, ბიზნესისა და წევრი ქვეყნების ხარჯები. უნდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით არაფერი არ შეცვლილა. ვიდრე ბრიტანეთი ევროკავშირიდან არ გავა, მასთან მიმართებაში და ბრიტანეთის შიგნით ევროკავშირის კანონმდებლობა იმოქმედებს“, - განაგრძო დონალდ ტუსკმა.
„რა შემიძლია დავამატო ამას? უკვე გვენატრებით“, - დასძინა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ტიმ ბაროუმ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს ტერეზა მეის წერილი გადასცა, რითაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ამოქმედდა.

ევროკავშირის შეტყობინება ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის თანახმად მოხდა. აღნიშნული ნიშნავს ორწლიანი მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას, რომლის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობები იქნება