ირაკლი კობახიძე გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა

ირაკლი კობახიძე გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეოუსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში, გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა.

ირაკლი კობახიძემ გენერალ ჯონსონს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ძირითადი პრინციპები, მიზნები დაკონსტიტუციაში შესატანი ის არსებითი ცვლილებები გააცნო, რომლებიც თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებსუკავშირდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებულმჭიდრო თანამშრომლობას და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმირების და გავნითარების პროცესშიდახმარებისთვის გენერალ ჯონსონს მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველმა საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისებისმართვის სფეროში მზადყოფნა გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა აღნიშნულ საკითხებზე გაგრძელდეს და კიდევ უფროინტენსიური გახდეს.