ვილნიუსში ქართულ ენაზე წარწერით - „ახლოს, ვიდრე ოდესმე“ ბანერი განათავსეს

ვილნიუსში ქართულ ენაზე წარწერით - „ახლოს, ვიდრე ოდესმე“ ბანერი განათავსეს

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებთ, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში სპეციალური ბანერი გამოჩნდა, რომელსაც ინგლისურ და ქართულ ენებზე აქვს წარწერა: „ახლოს, ვიდრე ოდესმე".

აღნიშნული ბანერის ფოტოს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვილნიუსის მერი რემიგიუს შიმაშიუსი აქვეყნებს.

„გუშინ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდა და ქართველებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ ევროკავშირში მოგზაურობა. მალე ვილნიუსის აეროპორტში ქუთაისიდან მგზავრები ჩამოვლენ. ჩვენ მათ სიურპრიზი მოვუმზადეთ“, - წერს ვილნიუსის მერი.