თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური საფვან გახვატი დააკავა

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური საფვან გახვატი დააკავა

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური, სირიელი საფვან გახვატი დააკავა, - იუწყება სააგენტო „ანადოლუ“.

სააგენტოს ინფორმაციით, საფვან გახვატი ევროპიდან „ბოევიკების“ რეკრუტირებით იყო დაკავებული.

საფვან გახვატი სამართალდამცველებმა ადანის პროვინციაში დააკავეს. პოლიციელებმა ავტობუსი გააჩერეს, რომლითაც გახვატი თავის მეუღლესთან ერთად სტამბოლში მიდიოდა, საიდანაც, სავარაუდოდ, ევროპაში მოხვედრას გეგმავდა.

დაკავებული პოლიციამ დაკითხა, რის შემდეგაც სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო მისი დაკავების შესახებ. დაკავებულის მეუღლე დეპორტირებულია თურქეთიდან.