საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საკონსტიტუციო კომისიის პლენარულ სხდომას 10 აპრილის შემდეგ წარედგინება

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საკონსტიტუციო კომისიის პლენარულ სხდომას 10 აპრილის შემდეგ წარედგინება

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საკონსტიტუციო კომისიის პლენარულ სხდომას 10 აპრილის შემდეგ წარედგინება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 15 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

„კომისიაში წარმოდგენილია 73 წევრი, მათ შორის, ყველა რეალურად კვალიფიციური პარტია. მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში. კომისიას აქვს თავისი დღის წესრიგი. ამ დღის წესრიგის თანახმად, 10 აპრილის შემდეგ გაიმართება დისკუსიების მესამე რაუნდი, რის შემდეგაც ჩვენ არამარტო ჩვენს მოსაზრებებს, არამედ უკვე კონკრეტულ პროექტს წარვუდგენთ კომისიის პლენარულ სხდომას და უკვე აპრილის ბოლოს დამტკიცდება საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ინიციატივის სახით იქნება შეტანილი საქართველოს პარლამენტში. ის დოკუმენტი პასუხს გასცემს ყველა კითხვას, რომელიც არის დასმული. ყველა რეალურად კვალიფიციური პარტია წარმოდგენილია საკონსტიტუციო კომისიაში და მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და ამ მოსაზრებების ძალიან დიდი ნაწილი უკვე ასახულია იმ პროექტში, რომელიც მუშავდება ამჟამად კომისიის სამდივნოში“, - განაცხადა კობახიძემ.