უკრაინაში პოლონეთის გენერალური საკონსულოს შენობას ცეცხლი გაუხსნეს

უკრაინაში პოლონეთის გენერალური საკონსულოს შენობას ცეცხლი გაუხსნეს

უკრაინაში, ქალაქ ლუცკში პოლონეთის გენერალური საკონსულოს შენობას უცნობმა პირებმა ყუმბარსატყორცნით ცეცხლი გაუხსნეს, - იუწყება უკრაინული გამოცემა Волынь 24. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლონეთის კონსულის კშიშტოფ სავიცკის განცხადებით, „აღნიშნული ტერაქტს წარმოადგენს“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა ინციდენტთან დაკავშირებით აღშფოთება გამოთქვა.

„აღშფოთებული ვარ ქალაქ ლუცკში პოლონეთის გენერალური საკონსულოს წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაციით. ის იმ ხალხის მიერ ჩადენილი საძაგლობაა, ვინც უკრაინისა და პოლონეთის მეგობრობას ეწინააღმდეგება. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დამნაშავეები დაისაჯონ“, - დაწერა „ტვიტერის“ პირად გვერდზე პავლო კლიმკინმა.