რაიმონდს ვეიონისი- ძალიან სამწუხაროა, როდესაც მავთულხლართები ქვეყანას ყოფს ორ ნაწილად

რაიმონდს ვეიონისი- ძალიან სამწუხაროა, როდესაც მავთულხლართები ქვეყანას ყოფს ორ ნაწილად

ჩვენ ვიმყოფებით საოკუპაციო ხაზთან და რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა თანამედროვე სამყაროში და ქვეყანაში მსგავსი სიტუაციის არსებობა, როდესაც მავთულხლართები ყოფს ქვეყანას ორ ნაწილად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფელ ხურვალეთში ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა განუცხადა.

”ეს მავთულხლართები ასევე ჰყოფს ოჯახებსა და საცხოვრებელ ეზოებს და რა თქმა უნდა, ლატვია არასდროს აღიარებს რუსეთის მხრიდან ასეთ ქმედებებს და ოკუპაციას. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მე ვფიქრობ, რომ თითოეული ქვეყნის სუვერენულობა და დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიმუშავებთ ამ სიტუაციის მოსაგვარებალდ. იმედი მაქვს, რომ ერთად მივაგნებთ ხერხს ამ სიტუაციის მოსაგვარებლად”, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.