დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის დირექტივები დღეს ევროკავშირის სამიტზე დამტკიცდება

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის დირექტივები დღეს ევროკავშირის სამიტზე დამტკიცდება

ევროკავშირის სამიტი, რომელზეც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის დირექტივები დამტკიცდება, 29 აპრილს გაიმართება, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. 
 „იმის გათვალისწინებით თუ რა განაცხადა ლონდონმა, მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის საბჭოს სხდომას 29 აპრილს გავმართავთ, სადაც დამტკიცდება დირექტივები დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესმდივნის განცხადებით, 29 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი პარლამენტის წინაშე წარდგება, რათა განაცხადოს, რომ ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი აამოქმედა, რაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას ითვალისწინებს.