მოხარული ვარ მივესალმო საქართველოს პრემიერ-მინისტრს. დღეს ისტორიული დღეა ქართველი ხალხისთვის და ასევე ევროკავშირისთვის, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„მე დღეს შემიძლია მივესალმო არა მხოლოდ ჩემს კარგ მეგობარ გიორგის, არამედ მის თანამემამულეებსაც. ეს შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიერ გაწეული სამუშაოს წყალობით“, - აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.
„2012 წელს ჩვენ ამ გზაზე დავდექით. ჩვენ მკაცრი სამოქმედო გეგმა გვქონდა. ჩვენ საქართველოს მხარს ვუჭერდით ამ გზის თითოეულ ეტაპზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს, მისი მთავრობისა და ქართველი ხალხის დამსახურებაა ეს მიღწევა, რომლებმაც დიდი სამუშაო შეასრულეს. დღეს საქართველოს დიდი წარმატების ისტორიის დასაწყისია“, - დასძინა ევროკავშირის პრეზიდენტმა.