კეთილი იყოს პირველი ქართველების და პრემიერ-მინისტრის მობრძანება ევროპაში უვიზოდ

კეთილი იყოს პირველი ქართველების და პრემიერ-მინისტრის მობრძანება ევროპაში უვიზოდ

ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას ეხმაურება. 

„კეთილი იყოს პირველი ქართველების და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მობრძანება, რომლებმაც პირველად უვიზოდ იმგზავრეს ევროპაში“, - დაწერა მან „ტვიტერის“ პირად გვერდზე. 

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.