ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო საპარლამენტოკონფერენციაში მონაწილეობენ

ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო საპარლამენტოკონფერენციაში მონაწილეობენ

ლონდონში, ვესტმინსტერის სასახლეში ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების დღესთან დაკავშირებით საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია მიმდინარეობს, რომლისმუშაობაშიც, ვესტმინსტერის დემოკრატიული ფონდის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტისთავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მონაწილეობენ.

საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია ყოველ წელს იმართება საპარლამენტო თანამეგობრობის ასოციაციის დიდი ბრიტანეთის ფილიალის მასპინძლობით, რომელიც თავს უყრისერთად პარლამენტარებს მთელი მსოფლიოდან იმისათვის, რომ შეისწავლონ განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხები.

გუშინ, საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციის გახსნის დროს, დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო თანამეგობრობის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდრიუ თაგიმხაზგასმით აღნიშნა, რომ წლევანდელ კონფერენცია ყველაზე წარმომადგენლობითია და მასში 37 ქვეყნიდან 90 დელეგატი მონაწილეობს. ენდრიუ თაგიმ განაცხადა, რომ მიუხედავად გასულკვირას პარლამენტზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმისა, საპარლამენტო ცხოვრება ვესტმისტერში ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდება.