ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერ უსაფრთხოებისსაკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში მონაწილეობენ

ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერ უსაფრთხოებისსაკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში მონაწილეობენ

ლონდონში, ვესტმინსტერის სასახლეში ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების დღესთანდაკავშირებით საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია მიმდინარეობს, რომლისმუშაობაშიც, ვესტმინსტერის დემოკრატიული ფონდის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულსაკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისთავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მონაწილეობენ.

საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია ყოველ წელს იმართება საპარლამენტო თანამეგობრობის ასოციაციისდიდი ბრიტანეთის ფილიალის მასპინძლობით, რომელიც თავს უყრის ერთად პარლამენტარებს მთელიმსოფლიოდან იმისათვის, რომ შეისწავლონ განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხები.

გუშინ, საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციის გახსნის დროს, დიდი ბრიტანეთის საპარლამენტოთანამეგობრობის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდრიუ თაგიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომწლევანდელ კონფერენცია ყველაზე წარმომადგენლობითია და მასში 37 ქვეყნიდან 90 დელეგატი მონაწილეობს.ენდრიუ თაგიმ განაცხადა, რომ მიუხედავად გასულ კვირას პარლამენტზე მომხდარი ტერორისტულითავდასხმისა, საპარლამენტო ცხოვრება ვესტმისტერში ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდება.

ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვა შესავალი კომენტარების შემდეგ, საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია ოფიციალურად სახელმწიფოთავდაცვის მდივანმა, პარლამენტის წევრმა, მაიკლ ფელონმა გახსნა. მან მოხსენება გასულ კვირას ვესტმისტერზემომხდარ თავდასხმაზე საუბრით დაიწყო. მაიკლ ფელონმა ხაზი გაუსვა მსხვერპლთა საერთაშორისო ბუნებას,რომლებიც წარმოადგენდნენ საფრანგეთის, ამერიკის, რუმინეთის, სამხრეთ კორეისა და სხვა ქვეყნებისმოქალაქეებს. მან განაცხადა, რომ ვესტმისტერზე თავდასხმა იყო არა მხოლოდ კონკრეტულ პირებზე თავდასხმა,არამედ, განხეთქილების ჩამოგდების მცდელობა. ,,ჩვენ ვართ იმაზე უფრო ერთიანი ვიდრე ოდესმე ჩვენიცხოვრების წესის დასაცავად“, -მიმართა სახელმწიფო თავდაცვის მდივანმა კონფერენციის დელეგატებს.
მაიკლ ფელონმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო კავშირების მნიშვნელობას, მათ შორის თანამეგობრობისმნიშვნელობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში. თანამეგობრობის ისტორია, ისევე, როგორცმისი ქარტია, რომელიც აყალიბებს ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებას, მშვიდობასა დასტაბილურობას, ნიშნავს, რომ 52 ქვეყნის კავშირს შეუძლია ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი გლობალურითვალსაზრისით. მოხსენების დასასრულს, სახელმწიფო თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ დემოკრატია არის„უდიდესი იარაღი აგრესიის, ტერორიზმისა და ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების წინააღმდეგ“.

გლობალურ კონტექსტში განხილვა კონფრენციის პირველი სესიის მიზანი იყო გადმოცემული ყოფილიყო ეროვნული უსაფრთხოებისა დაკიბერუსაფრთხოების საკითხები გლობალურ ჭრილში. მომხსენებელმა, რომელმაც სესია გახსნა, მოხსენებაგააკეთა ეროვნული უსაფრთხოების თანამედროვე ტენდეციების შესახებ და ყურადღება გაამახვილა იმ

გზაზე,რომლითაც მსოფლიო გახდა უფრო ურთიერთდამოკიდებული. მოსახლეობის შერევა, მსოფლიო ვაჭრობა დაინტერნეტი მიჩნეული იქნა ტალღოვანი ეფექტის მქონე მოვლენებად მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მეორე მომხსენებელმა ისაუბრა ტერორიზმის შესახებ. მან აღინიშნა, რომ მაშინ, როდესაც ტერორიზმი არის იაფიდა მარტივი ინსტრუმენტი იმათთვის, ვისაც სურს მისი გამოყენება საკუთარი მიზნებისათვის, ტერორიზმისრეალური საფრთხე - მიუხედავად საზოგადოების აღქმისა - შედარებით მცირეა. 

სესიის ბოლო მომხსენებელმა ისაუბრა კიბერუსაფრთხოების საკითხზე. იმის გათვალისწინებით რომკიბერდანაშაულისა და კიბერტერორიზმის შემთხვევები იზრდება, ხაზგასმით აღინიშნა პარლამენტარებისპროაქტიური როლი, რომელიც საჭიროა თანამედროვე ციფრული სივრცის დასაცავად. 

დისკუსიის შედეგად აღინიშნა, რომ საჭიროა კიბერუსაფრთხოების თაობაზე ცნობიერების ამაღლებაკიბერდანაშაულთან მიმართებით სწორი მიდგომების გამოყენებით, და არა ინტერნეტის გათიშვით. მისივეთქმით, მომხმარებლების განათლება არის ის სფერო, სადაც პარლამენტარებს აქტიური როლი