ხუციშვილი: ევროპელ პარტნიორებს ჩვენი ქვეყნიდან გასული წარმოდგენას უქმნის, თუ როგორები ვართ

ხუციშვილი: ევროპელ პარტნიორებს ჩვენი ქვეყნიდან გასული წარმოდგენას უქმნის, თუ როგორები ვართ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაზა ხუციშვილი "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" საუბრობს ვიზალიბერალიზაციაზე და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა ძალიან დიდი შესაძლებლობებს ანიჭებს. მისი თქმით, ძალიან დიდი სირცვილი იქნება თუ საქართველოდან წასული მოქალაქეები არალეგალურად დაიწყებენ შენგენის ზონაში ყოფნას და ამის გამო დადგება საკითხი ჩვენთვის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების. 

"შეჩერების მექანიზმი ისეთი ნაბიჯია, რომ ამაზე წინასწარი საუბარი წარმოუდგენელია. ეს იყო გადაუდებელი აუცილებლობა, რომელიც შესრულდა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ოჯახიდან გამოსული ადამიანი თავის ოჯახს წარმოადგენს და ქვეყნიდან გასული ჩვენს ევროპელ პარტნიორებს უქმნის წარმოდგენას ვინ ვართ, როგორები ვართ და ასე შემდეგ.

მაგრამ იმდენად დიდ შესაძლებლობებს აძლევს და აჩენს ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის რომ ძალიან დიდი სირცხვილი იქნება, რომ რაღაცა ჯგუფების გამო ასეთი საკითხი დადგეს. იმედი ვიქონიოთ, რომ ასეთი რამ არ იქნება, ეს სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული, ხომ არ იქნება ნაკადი პოლიტიკური თავშესაფრის მომთხოვნებისდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ მიმართულებით მათ არანაირი შანსი არ აქვთ, პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანას შორის უსაფრთხო ქვეყებს შორის ვართ შეყვანილი. 

ეს ვიზალიბერალიზაცია სწორედ იმის გამო მივიღეთ რომ ძალიან ბევრი მიმართულებით რეფორმები გავატარეთ, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.