საჯარო სკოლის დირექტორებს „ლიდერობის აკადემიას 1-ის

საჯარო სკოლის დირექტორებს „ლიდერობის აკადემიას 1-ის" დასრულების სერტიფიკატები გადაეცათ .... მადლობა...

 „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, საჯარო სკოლის დირექტორებს სკოლის მართვის გაუმჯობესების - „ლიდერობის აკადემია 1-ის“ დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.   

„ლიდერობის აკადემია 1“ 1700-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა 2016 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე პროექტის ფარგლებში შემუშავებული გრძელვადიანი კურსის ფარგლებში გაიარა.  

ლიდერობის აკადემიის  სამი დონე 11 ტრენინგმოდულისა და კვარტალური შეხვედრებისგან შედგება, კურსის მიზანია საჯარო სკოლების დირექტორების პროფესიული განვითრების ხელშეწყობა, რათა მათ ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.    პროფესიული განვითარების კურსი 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება. პროგრამაში საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლის დირექტორია ჩართული. 
 
„სკოლის ახალი ხელმძღვანელი ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ ორგანიზაციული კულტურა და კლიმატი, რომელიც სკოლაში დამხვდა საჭიროებდა ცვლილებებს, მაგრამ არ ვიცოდი ამისათვის კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო. ლიდერობის  აკადემია 1 - ის გავლის შემდეგ მივხვდი, რომ დამკვიდრებული მენეჯმენტის ექსპლუატაციურ-ავტორიტარული სტილი უნდა შემეცვალა ჩართულობითი ორგანიზაციული სისტემის მოდელით და გავაკეთე კიდეც. შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს უცხო თვალისთვისაც ადვილად შესამჩნევი გახდა სკოლაში არსებული გარემო,  სადაც თანამშრომლობა, გუნდური მუშაობა, ურთიერთსწავლება სკოლის ყოველდღიურობაა,” განაცხადა ხაშურის #1 საჯარო სკოლის დირექტორმა მორის დანდურიშვილმა. 

სრული პროგრამის წარმატებით დასრულება დაეხმარება  სკოლის დირექტორებს გააუმჯობესონ  საკუთარი  პრაქტიკა სკოლის კონტექსტისთვის საჭირო მენეჯმენტის მიმართულებით და გახდნენ ძლიერი, მოტივირებული და ეფექტიანი ლიდერები. 

მონიტორინგის შედეგების თანახმად, ლიდერობის პირველი აკადემიის მონაწილე დირექტორთა 81%-მა მიიჩნია, რომ ტრენინგის სასწავლო მიზნები შეესაბამებოდა მათ პროფესიულ საჭიროებებს. ასევე,