დღევანდელი დღე ვერ შედგებოდა, რომ არა ქართველი ხალხის ურყევი პოზიცია, რომ იმსახურებს ევროპულ მომავალს

დღევანდელი დღე ვერ შედგებოდა, რომ არა ქართველი ხალხის ურყევი პოზიცია, რომ იმსახურებს ევროპულ მომავალს

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღება გაიმართა. 

პარტიის ოფისში შეკრებილებს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა პირებმა - გრიგოლ ვაშაძემ და ნინო კალანდაძემ მიმართეს.

"ყველა ვზეიმობთ არა უბრალოდ უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში, არამედ იმას, რომ დღეიდან ქართველმა ხალხმა დაიბრუნა თავისი ადგილი თავისი პოლიტიკური და ისტორიული განვითარების სივრცეში. შეუძლებელია, ეს არ იყოს საზეიმო განწყობის მიზეზი საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, თუმცა ბუნებრივია, დღევანდელი დღე ვერ შედგებოდა, რომ არა ურყევი პოზიცია ქართველი ხალხისა, რომ ის იმსახურებს ევროპულ მომავალს",- განაცხადა ნიკა მელიამ.