ლატვია გმობს ქმედებებს, რომლის მიზანია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ლატვია გმობს ქმედებებს, რომლის მიზანია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ლატვია გმობს ქმედებებს, რომლის მიზანია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ლატვია ასევე გმობს ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და „რეფერენდუმს“, რომელიც ჩატარდა სეპარატისტულ რეგიონებში.

„ლატვია ამ ქმედებებს მიიჩნევს უკანონოდ და არასოდეს აღიარებს მას. ის არასდროს არ იქნება აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. მე ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი ვცეთ და ის იყოს თავისუფალი ნებისმიერი ტიპის უცხოური ჯარისგან, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია მეზობელ ქვეყნებზე“, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ლატვია ასევე გააგრძელებს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხარდაჭერას. 

როგორც ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ლატვია ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლაიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.