უვიზო რეჟიმი არის სერიოზული მონაპოვარი, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ

უვიზო რეჟიმი არის სერიოზული მონაპოვარი, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი არის სერიოზული მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს უვიზო მიმოსვლის ოფიციალურად ამოქმედების კომენტირებისას განუცხადა.

მისივე შეფასებით, ეს არის სერიოზული პოლიტიკური გზავნილი და საქართველოს რეფორმების და ქვეყნის დემოკრატიული პროცესის აღიარება.

"ძალიან სასიხარულო დღე არის დღეს, გამომდინარე იქიდან, რომ დღეიდან უკვე მოქმედებს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. ეს არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური გზავნილი, აღიარება საქართველოს დემოკრატიული პროცესების, რეფორების, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა. ვფიქრობ, ეს არის სერიოზული მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ" - განაცხადა ზალკალიანმა.