გიორგი კვირიკაშვილი: ანაკლიიდან პირეოსამდე კეთილდღეობის ახალი ზონა შეიქმნება

გიორგი კვირიკაშვილი: ანაკლიიდან პირეოსამდე კეთილდღეობის ახალი ზონა შეიქმნება

ანაკლიიდან პირეოსამდე კეთილდღეობის ახალი ზონა შეიქმნება და გააძლიერებს დასაქმებას, ვაჭრობას, განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ათენში, ქართულ-ბერძნული კონფერენციაზე „საქართველო - ევროპიდან ევროპამდე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ის შემთხვევით არ იმყოფება საბერძენთში და საქართველოსთვის შენგენის ზონის კარიბჭეს სწორედ ათენი წარმოადგენს. 

„პირველი უვიზო მიმოსვლის განსახორციელებლად, სიმბოლურად, ათენში განვახორციელე. ესაა ნაბიჯი საქართველოს ევროპაში დასაბრუნებლად - იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სულიერი დაბრუნება. ჩემი აქ ყოფნა, რა თქმა უნდა, უბრალო დამთხვევა არაა. საბერძნეთი ევროკავშირში მყოფი ქართული დიასპორის უდიდესი მასპინძელია. საბერძნეთში მყოფი ქართველი მოქალაქეების მეორე თაობა ქვეყნის ეკონომიკასა და კულტურაზე თავის კვალს ტოვებს. მათით ვამაყობთ, ისინი ამტკიცებენ არსებულ კავშირებს და ქმნიან საფუძველს განსაკუთრებული ურთიერთობებისათვის. დღეს იწყებს უფრო მჭიდრო ურთიერთობების შექმნის საჭიროება, ბიზნესი, მეცნიერება და ტურიზმი გამარტივდება. საქართველოსათვის რთულ დროს ჩვენ გავაძლიერეთ ადამიანთა შორის კავშირი, რომელზეც ვაფუძნებთ ჩვენს ურთიერთობას. დრო შეიცვალა. დღეს, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი რეფორმატორია და გეგმავს ისეთი ურთიერთობის შექმნას, რომელიც უბრალო ასოციაციაზე უფრო დიდი იქნება. ჩვენ ევროპულ ჩარჩოში ვექცევით და ვცდილობთ შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული სოციალურ პარტნიორებთან, პატივს სცემს კონტროლისა და ბალანსის სისტემას, აქვს ძლიერი დემოკრატია და ქმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპის კარიბჭეობა აერთიანებს საბერძნეთსა და საქართველოს. 

„კასპიის ზღვიდან ადრიატიკამდე, ჩვენ გაერთიანების ხელშესახები შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ვართ კასპიის რესურსების ევროპაში შეღწევისთვის აუცილებელი გზაგამტარი. საბერძნეთი კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გაზის რეგიონალური დისტრიბუტორია. ენერგიის გარდა, საბერძნეთი ჩინეთის გზაგამტარიცაა ევროპაში. იქმნება ახალი ლოჯისტიკური ცენტრები ევროპაში, აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებში, შუა აღმოსავლეთში და მის მიღმა. ანაკლიიდან პირეოსამდე, კეთილდღეობის ახალი ზონა შეიქმნება და გააძლიერებს დასაქმებას, ვაჭრობას, განვითარებას. იქმნება ახალი შესაძლებლობები ბიზნესის, უსაფრთხოების, პოლიტიკური თანამშრომლობისათვის“, - დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.