უვიზო რეჟიმის ფარგლებში, ქუთაისის აეროპორტიდან პირველი რეისი ბუდაპეშტის მიმართულებით შესრულდა

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, ქუთაისის აეროპორტიდან პირველი რეისი ბუდაპეშტის მიმართულებით შესრულდა

 უვიზო რეჟიმის ფარგლებში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი რეისი 05:45 საათზე, ბუდაპეშტის მიმართულებით შესრულდა. მეორე რეისი კი 06:00 სთ-ზე სალონიკის მიმართულებით განხორციელდა. 

პირველ რეისზე რეგისტრაცია 176 მგზავრმა გაირა. მგზვრთა ნაწილს საჩუქრად სამგზავრო ბილეთი გადაეცა.

აეროპორტში დამატებითი სარეგისტრაციო დახლები განალაგეს. დღის მანძილზე კიდევ ორი რეისი - 12:35 საათზე ლარნაკას, ხოლო 21:55 საათზე ვარშავას მიმართულებით შესრულდება.