ლინას ლინკევიჩუსი:  საქართველო ევროპაა

ლინას ლინკევიჩუსი: საქართველო ევროპაა

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოსთვისუვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ვიდეომიმართვაში ეხმაურება. 

„ქართველო მეგობრებო, გილოცავთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას. თქვენ ეს დაიმსახურეთ და დიდხანს ელოდით ამას. დღეიდან მეტი ევროპა იქნება საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში. საქართველო ევროპაა“, - განაცხადა მან. 

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.