საქართველოს მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ ვიზა მოკლევადიანი მოგზაურობისთვის ევროკავშირში

საქართველოს მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ ვიზა მოკლევადიანი მოგზაურობისთვის ევროკავშირში

ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება. „საქართველოს მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ ვიზა მოკლევადიანი მოგზაურობისთვის ევროკავშირში. ეს შესაძლებელი გახდა ახალი რეგულაციის წყალობით, რომელიც დღეიდან შევიდა ძალაში“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. 

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.