საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპისკენ გზა გაიხსნა! უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპისკენ გზა გაიხსნა! უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას „ტვიტერის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა. 

„საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპისკენ გზა გაიხსნა! უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ! გილოცავთ“, - დაწერა მან.

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.