იოჰანეს ჰანი:  გულწრფელად ვულოცავ საქართველოს, ისიამოვნეთ ევროპით

იოჰანეს ჰანი: გულწრფელად ვულოცავ საქართველოს, ისიამოვნეთ ევროპით

 გულწრფელად ვულოცავ საქართველოს და მის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას, რომელიც ძალაში დღეს შევიდა. ისიამოვნეთ ევროპით, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.
ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სარგებლობა 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით შეუძლიათ. 

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.