საჯარო სკოლის დირექტორებს „ლიდერობის აკადემიას 1-ის“ დასრულების სერტიფიკატები გადაეცემათ

საჯარო სკოლის დირექტორებს „ლიდერობის აკადემიას 1-ის“ დასრულების სერტიფიკატები გადაეცემათ

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, საჯარო სკოლის დირექტორებს სკოლის მართვის გაუმჯობესების - „ლიდერობის აკადემია 1-ის“ დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატებს გადასცემს. 

ღონისძიება გაიმართება დღეს 12: 00 საათზე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (გუდიაშვილის #7). 
ღონისძიებას დაესწრება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.

 „ლიდერობის აკადემია 1“ 1700-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა 2016 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე პროექტის ფარგლებში შემუშავებული გრძელვადიანი კურსის ფარგლებში გაიარა.