მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა

მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა

ჩვენი მომავალი ნაბიჯები უკავშირდება ჩვენს შემდგომ ღრმა ინტეგრაციას ევროკავშირთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა.

ჯანელიძე პრემიერთან, კოლეგებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ათენსა და ბრიუსელში გაემგზავრა. მისი თქმით, საქართველოს საბოლოო მიზანი სწორედ ევროკავშირის წევრობაა. 

"ეს არის ნამდვილად ისტორიული ვიზიტი და მგზავრობა. საქართველოს მოქალაქეები დღეიდან შეძლებენ საქართველოს პასპორტით გაემგზავრონ შენგენის ვიზაში და გადაადგილდნენ ევროპის ქვეყნებში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ჩვენ მივდივართ საბერძნეთში, რადგან საბერძნეთი არის ევროპის კულტურული ცენტრი. ეს არის ადგილი, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს ძალიან დიდი ისტორია. ათენში გვიმასპინძლებს ადგილობრივი ხელისუფლება, მოვინახულებთ ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. ამის შემდეგ გავემგზავრებით ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქში, სადაც გაიმართება ოფიციალური შეხვედრები. გაიმართება შეხვედრა ორ პრეზიდენტთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან. მათ ძალიან დიდი როლი ითამაშეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში და დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს. შევასაფებთ განვლილ პროცესს და ვისაუბრებთ მომავალ ნაბიჯებზე. ჩვენი მომავალი ნაბიჯები უკავშირდება ჩვენს შემდგომ ღრმა ინტეგრაციას ევროკავშირთან. ჩვენი საბოლოო მიზანიც სწორედ ევროკავშირის წევრობაა", - განაცხადა ჯანელიძემ.