საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, მშვიდობის ხიდი და თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, მშვიდობის ხიდი და თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, მშვიდობის ხიდი და თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.

ამასთან, ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით თბილისში, ევროპის მოედანზე გალა-კონცერტი მოეწყო, რომელიც ფოიერვერკითა და საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი კონცერტი ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე, ბენდები მონაწილეობდნენ.