ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გალა-კონცერტზე პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე მივიდნენ

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გალა-კონცერტზე პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე მივიდნენ

თბილისში, ევროპის მოედანზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გალა-კონცერტზე პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და თბილისის ვიცე მერი ლაშა აბაშიძე მივიდნენ.

კონცერტში მონაწილეობენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე ბენდები, ოპერის გუნდი და ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით.

კონცერტი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

თბილისში ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი სხვადასხვა ღონისძიებები უკვე ორი დღეა იმართება.