ბრიტანეთის პარლამენტი: თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობაში ″მოძრაობა ჰიზმეთს″კავშირი არ აქვს

ბრიტანეთის პარლამენტი: თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობაში ″მოძრაობა ჰიზმეთს″კავშირი არ აქვს

 

ბრიტანეთის საპარლამენტო კომისიამ თურქეთში მომხდარი 15 ივლისის გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით 70 გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომთურქეთის მთავრობის მიერ 15 ივლისის მოვლენებში ″მოძრაობა ჰიზმეთის″დადანაშაულების მიუხედავად,ამ გადატრიალების მცდელობაში ″მოძრაობა ჰიზმეთის″ შესაძლო მონაწილეობის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები ჩვენ არ გვაქვს.

″გიულენის მომხრე ზოგიერთი პირების გადატრიალებაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ წარმოდგენილი მტკიცებულებები ძირითადად არაოფიციალური მონაცემები ან და მესამე პირის მიერ გაკეთებული განცხადებებია″, - ნათქვამია ანგარიშში.

″მიუხედავად ამისა, რომ ეს ანგარიში გადატრიალების მცდელობიდან 9 თვის შემდეგ გამოქვეყნდა, ვერც თურქეთის მთავრობამ და ვერც ბრიტანეთის მთავრობამგადატრიალებაში მცდელობაში მონაწილე გიულენის მომხრეების ჩვენება კი არა, სასამართლოს მხრიდან გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნობილი ერთი პირიც კი არ არის. ასევე, გვინდა ყურადღება გავამახვილოთიმაზე, რომ თურქეთის მთავრობამ ამერიკის შერთებულ შტატებს გიულენის მიერ გადატრიალების მცდელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით 80 ყუთი მტკიცებულება გაუგზავნა მაგრამ აშშ-მ არავითარი რეაგირება არ მოახდინა.″- აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

როგორც ანგარიშში აღნიშნულია, მხოლოდ გიულენისტების ორგანიზებით გადატრიალების მცდელობის განხორციელებაშეუძლებელი ჩანს. გადატრიალების მცდელობაში დიდი ალბათობით არმიაში მომუშავე, მმართველი პარტიის(AKP)მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ქემალისტთა ჯგუფები ანდა საკუთარი პოზიციების გამყარების მსურველი ძალები არიან გარეული. ისე ჩანს, რომ ზოგიერთი, განსაკუთრებით დაბალი წოდების ჯარის მოხელეებმა დასაწყისში არც კი ქონდათ ინფორმაცია, რომ გადატრიალებაში მცდელობაში იღებდნენ მონაწილეობას.

ანგარიშში, მიუხედავად თურქეთის მთავრობის მოწოდებისა, რომმთელ მსოფლიოში ″მოძრაობის ჰიზმეთი″ ტერორისტად ეღიარებინათ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამისათვის კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს.

წყარო: http://aktifhaber.com/dunya/ingiltereden-15-temmuz-raporu-h93338.html