თბილისში, ევროპის მოედანზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გალა-კონცერტი მიმდინარეობს. კონცერტი 2 საათს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე ბენდები, ოპერის გუნდი და ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით.
კონცერტი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
თბილისში ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი სხვადასხვა ღონისძიებები უკვე ორი დღეა იმართება.